სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი - სექტორი ფაქტობრივად, მკვდარია, ვიმედოვნებთ, აპრილის ბოლოდან პირველი პულსი გაესინჯება
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი - სექტორი ფაქტობრივად, მკვდარია, ვიმედოვნებთ, აპრილის ბოლოდან პირველი პულსი გაესინჯება

რეალურად, გუშინდელ დღემდე მოლოდინი არ გვქონდა, რომ რამე გაიხსნებოდა, – ამის შესახებ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის დროს ყველაზე მეტად სასტუმროების სექტორი დაზარალდა.

„სულ თითზე ჩამოსათვლელი სასტუმროებია, რომლებიც აპირებდნენ ახალ წელს ღონისძიება ჰქონოდათ. რეალურად, განსაკუთხებული მოლოდინი არ გვქონდა. ყველაზე დაზარალებული სექტორი ვართ ქვეყანაში, თითქმის ყველაფერი დახურულია. თითზე ჩამოსათვლელი სასტუმრო მუშაობს ქვეყანაში და ამ მომუშავე სასტუმროებსაც უთხრეს, რომ ახალი წლის ღონისძიება არ გააკეთოთო. სექტორი ფაქტობრივად, არის მკვდარი. მოლოდინი არ გვქონია, გახსნაზე. მოლოდინის გაჩენამ ბევრჯერ დაგვაზარალა ადრე, წინა პერიოდში, რადგან ველოდით, უნდა გავხსნილიყავით, ან გახსნილი ვიყავით და პროდუქტი იყო შეძენილი, პერსონალი აყვანილი და უცბათ ვიხურებოდით. ახლა, ამ პერიოდში მზადება აღარ გვქონია.

ქვეყანაში დღესაც ერთ ათეულზე მეტი სასტუმრო არაა გახსნილი, დანარჩენი ყველაფერი არის დაკეტილი. სასტუმროების სექტორი არის აბსოლუტურად განადგურებული, სექტორი აღარ არსებობს, სასტუმროების სექტორში 100 ათასი ადამიანია უმუშევარი, 200 ათასი ადამიანი სარესტორნო სექტორში უმუშევრად არის დარჩენილი. ჩვენს სექტორს იმედი გვაქვს, რომ აპრილის ბოლოდან პირველი პულსი გაესინჯება, გვინდა, ეს დავიჯეროთ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

დატოვე კომენტარი