სასტუმრო „პარაგრაფში“ აცხადებენ, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, არ იყო შტატში რიცხული თანამშრომელი და სასტუმროში დროებით იმყოფებოდა

18:53, 08.09.2020

სასტუმრო „პარაგრაფში“ აცხადებენ, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, არ იყო შტატში რიცხული თანამშრომელი და სასტუმროში დროებით იმყოფებოდა.

მათივე განმარტებით, აღნიშნული პირი სასტუმროში პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა და სამ თანამშრომელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას ვირუსი თბილისში ყოფნისას დაუდასტურდა.

მასთან შემხებლობაში მყოფ თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ და „კოვიდ-19“ არცერთს არ დაუდგინდა.

მსგავსი