სასტუმრო „პარაგრაფის“ სამ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სასტუმრო „პარაგრაფის“ სამ თანამშრომელს, რომელსაც ინფიცირებულ პირთან ჰქონდა შეხება, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „პარაგრაფში“ განუცხადეს.
შეგახსენებთ, პირს, რომელიც სასტუმრო „პარაგრაფში“ დროებით იმყოფებოდა, ვირუსი დაუდგინდა.
სასტუმროში განმარტავენ, რომ ინფიცირების ფაქტი თბილისში დადასტურდა და უშუალოდ სასტუმროს ტერიტორიაზე „კოვიდ-19“-ის შემთხვევა არ ფიქსირდება.