სასტუმრო „ჰილტონის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, განგაშის გამოცხადების მიზეზი სამზარეულოში დაკვამლიანება გახდა
სასტუმრო „ჰილტონის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, განგაშის გამოცხადების მიზეზი სამზარეულოში დაკვამლიანება გახდა

სასტუმრო „ჰილტონში“ განგაშის გამოცხადების მიზეზი სამზარეულოში დაკვამლიანება გახდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ამჟამად ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. საფრთხე არ არსებობს. ჩვენ ორიენტირებული ვართ უსაფრთხოებაზე. ამჟამად არანაირი პრობლემა არ არის და ვაგრძელებთ სისტემის მონიტორინგს“, – განაცხადეს სასტუმრო „ჰილტონის“ ადმინისტრაციაში.

ბათუმის „ჰილტონში“, სადაც თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნდა გაიმართოს, რამდენიმე წუთით ევაკუაცია გამოცხადდა. დელეგატებს დარბაზი რამდენიმე წუთით დაატოვებინეს. ამ დროისთვის სასტუმროში სიმშვიდეა. სტუმრები საკონფერენციო დარბაზში მალევე დაბრუნდნენ.