„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ მსახიობი ფელისიტი ჰოფმენი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი, მსახიობი ფელისიტი ჰოფმენი სასამართლო დარბაზიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
გირაოს თანხა 250 000 დოლარს შეადგენდა.
მსახიობს ბრალი წაუყენეს პრესტიჟული სასწავლებლების თანამშრომლების მოსყიდვაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და სხვა ბრალდებულები სხვადასხვა სკოლებისა და კოლეჯების თანამშრომლებს ქრთამს უხდიდნენ, რათა მათ შვილებს მისაღები გამოცდები ჩაებარებინათ.