„სასკი ბასკონიას“ კემპი ვერის საკალათბურთო დარბაზში იმართება #1TVSPORT
ესპანურ კორპორაცია „სასკი ბასკონიასა“ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თაოსნობით, თბილისში, ვერის საკალათბურთო დარბაზში კემპი იმართება.
7-12 ივნისს ესპანელი სპეციალისტები 16 საუკეთესო კალათბურთელს შეარჩევენ და ვიქტორიაში, გენერალურ კემპზე მიიწვევენ.
წელს ბასკონიას შეკრებაზე 120 მოზარდი კალათბურთელი მონაწილეობს, რომელთა ასაკი 12-დან 15 წლამდეა.
კემპი საქართველოში 2015-დან ყოველწლიურად ტარდება. სამწვრთნელო-სავარჯიშო და სასწავლო პროგრამები ევროპის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს, რომლის მიზანი პერსპექტიული მოთამაშეების შერჩევაა.
ესპანურ მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში, საქართველოში, კერძოდ, ვერის საკალათბურთო დარბაზში, ბასკონიის აკადემია გაიხსნება.