სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრში, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ორგანიზებით, სწავლება ჩატარდა

11:43, 19.09.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის (MARCOM) მობილური საწვრთნელი ჯგუფის (MTT) ორგანიზებით, სწავლება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში სამაგიდო სწავლებები და ლექციები გაიმართა, რაც მოიცავდა საზღვაო ოპერაციების უსაფრთხოების, ნავსადგურის დაცვისა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებს.

სწავლებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობაში ჩართული შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

აღნიშნული სწავლება საქართველოს სანაპირო დაცვასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ემსახურება.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი