სასამართლოში ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
სასამართლოში ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესზე ქოქოლაძისთვის 2010-2011 წლებში წარდგენილ ბრალდების საქმეს განიხილავენ.

კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელს გამოძიება თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდა. თუმცა ბიზნესმენის შეფასებით, მისი დაკავება კომპანიის იძულებით დათმობას უკავშირდებოდა, რაზეც მან უარი განაცხადა.

ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, 2011 წელს წარდგენილი ბრალის შემდეგ, სასამართლო განხილვები დროში ჭიანურდებოდა. მისი თქმით, მის მიმართ არ არსებობს მტკიცებულებები და წინა ხელისუფლების დროს დაწყებულ საქმეში, სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია.

„2011 წელს წარდგენილ ბრალზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ძველი დანაშაულები და „ელიტ ელექტრონიქსის“ წართმევის საქმე რომ გადაეფარათ, შემითითხნეს ეს ბრალდება. სასამართლო პროცესები მაშინ ჭიანურდებოდა. დასტურდება, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა ჩემს წინააღმდეგ“,- განაცხადა ქოქოლაძემ.