სასამართლოში მოძრაობა „გაბედეს“ ხუთი წევრის პროცესი მომდინარეობს
სასამართლოში მოძრაობა „გაბედეს“ ხუთი წევრის პროცესი მომდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „გაბედეს“ ხუთი წევრის პროცესი მომდინარეობს.

საგამოძიებო უწყება მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.

„გაბედეს“ წევრები რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციაზე დააკავეს. აქტივისტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისთვის ბოქლომის დადებას გეგმავდნენ, ასევე ცდილობდნენ, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეფერხებას, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომის დაწყებამდე „გაბედეს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „ქართული ოცნების“ დროშა დააფინეს და ზედ გაიარეს.

დატოვე კომენტარი