არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება 
არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება 

არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. მხარეები მოსამართლეს საკუთარ არგუმენტებს წარუდგენენ და ასევე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა კვლავ ბრალდებულთა პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. დღეს განიხილება სამი პირის საქმე, მათ შორის არიან დედა-შვილი და ავსტრალიის ერთი მოქალაქე. ბრალდების მხარის ინფორმაციით, მტკიცებულებებს შორისაა სატელეფონო ჩანაწერები, პირადი მიმოწერები და ასევე საბანკო გადარიცხვები, რაც ადასტურებს, რომ პორნოგრაფიული მასალის გადაღება არასრულწლოვნებისთვის ბრალდებულებს შორის წინასწარი შეთანხმებით ხდებოდა.

„წარმოდგენილ სამ პირს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიას, ასევე არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ვედავებით. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება, როგორც მშობლების მიმართ, ასევე დღეს წარმოდგენილი ბრალდებულების მიმართ. მათ შორის, გამოთხოვილი ინფორმაცია სოციალური ქსელიდან, აგრეთვე გვაქვს საბანკო გადარიცხვები და საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომ ამანათები აღნიშნულ ბრალდებულებს აქვთ მიღებული. აბსოლუტურად ყველა მშობელთან წინასწარ ხდებოდა ამის თაობაზე მოლაპარაკება, ვინაიდან არცერთი ადამიანი იმხელა რისკს არ გასწევს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, ბავშვებს მსგავსი შინაარსის ფოტოები გადაუღოს, მშობლები მეორე ოთახში იყვნენ და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მთ უმეტეს, ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა პროკურორმა, მარიამ გოგორელიანმა.

სხდომას ავსტრალიის საელჩოს წარმომადგენელიც ესწრება.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.

 

დატოვე კომენტარი