სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით ნიკა მელიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14:15, 06.08.2026

სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოაცხადა.

ამ ეპიზოდში  მელიას სასამართლოს უპატივცემულობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

ნიკა მელიასთვის დღეს გამოტანილმა განაჩენმა მისთვის გამოტანილი წინა განაჩენი შთანთქა და მელია საპატიმროს კვლავ 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.

ცნობისთვის, მელიას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

მსგავსი