სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას“ კონგრესის მიერ აპრილის თვეში გამოყოფილი 12 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას“ კონგრესის მიერ აპრილის თვეში გამოყოფილი 12 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „რადიო თავისუფლებას“ კონგრესის მიერ აპრილის თვეში გამოყოფილი 12 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს. შესაბამისი განკარგულება, რომელიც ფედერალურმა მოსამართლემ, რაის ლამბერტმა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, ერთი პიროვნული გადაწყვეტილებით მოახდინოს კონგრესის მიერ „რადიო თავისუფლების“ ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხების ბლოკირება.

„რადიო თავისუფლების“ იურისტები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტების ყველა კონტრაქტი გაწყვიტა, უარი თქვა ქირის გადასახადზე და 122 თანამშრომელი გაათავისუფლა. თუ დაფინანსება პირველ მაისამდე არ განახლდება, მაშინ მედიაორგანიზაციის კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი დარჩება უსამსახუროდ.

თავის მხრივ, აშშ-ის მთავრობის ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს დავა ფედერალურმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

ცნობისთვის, 2025 წელს „რადიო თავისუფლებისთვის“ კონგრესის მიერ გამოყოფილი სრული თანხა 77 მილიონს შეადგენს.

„რადიო თავისუფლება“ 1953 წელს დაფუძნებული დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციაა. ის აშშ-ის „გლობალური მედიის სააგენტოსთვის“ კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხებით ფუნქციონირებს. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც შვიდი სააგენტოს საქმიანობა შეიზღუდა. მათ შორისაა „გლობალური მედიის სააგენტო“.