ტუროვის ქვანახშირის მაღაროსთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირების გამო, პოლონეთმა ევროკომისიას ჯარიმის სახით დღიურად 500 000 ევრო უნდა გადაუხადოს
ტუროვის ქვანახშირის მაღაროსთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირების გამო, პოლონეთმა ევროკომისიას ჯარიმის სახით დღიურად 500 000 ევრო უნდა გადაუხადოს

ტუროვის ქვანახშირის მაღაროზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იგნორირებისთვის პოლონეთმა ევროკომისიას ყოველდღიურად 500 000 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაუხადოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ქვანახშირზე დამოკიდებულ პოლონეთს უთანხმოება აქვს ჩეხეთთან, რომელმაც პოლონეთს ევროკომისიაში და ლუქსემბურგში მდებარე მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში უჩივლა. ჩეხეთის განცხადებით, ტუროვის ქვანახშირის მაღაროში მიმდინარე სამუშაოები ეკოლოგიური ზიანს აყენებს ჩეხეთს და არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას.

2021 წლის 20 მაისს სასამართლომ მხარი დაუჭირა ჩეხეთის სარჩელს და პოლონეთს სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი თავდაპირველად პოლონეთისგან ყოველდღიურად ხუთი მილიონი ევროს გადახდას ითხოვდა, თუმცა მართლმსაჯულების სასამართლომ საჯარიმო თანხა 500 000 ევრომდე დაიყვანა. მიუხედავად მოწოდებისა, პოლონეთს ქვანახშირის მოპოვების სამუშაოები არ შეუწყვეტია.