სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ცილისწამების საქმეზე 850 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ცილისწამების საქმეზე 850 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ვეტერან იგნატ არტემენკს ცილისწამების საქმეზე 850 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ეს 100 ათასი რუბლით ნაკლებია იმაზე, რასაც პროკურორი ითხოვდა.

სასამართლომ ალექსეი ნავალნი ვეტერან იგნატ არტემენკს მისამართით ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო. ალექსეი ნავალნის რეპუტაციის შემლახავი ცნობების საჯარო გავრცელების მიზნით, სოციალურ ქსელებში ცილისწამების გამოქვეყნებაში ედება ბრალი.

გამოძიების ვერსიით, 2 ივნისს ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა „რაშა თუდეის“ ვიდეორგოლი, რომელშიც მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნიმ ვიდეორგოლს თან დაურთო კომენტარი, რომელიც 94 წლის ვეტერანის იგნატ არტემენკოს ღირსებასა და რეპუტაციას ლახავს.

თავად ოპოზიციონერი მის წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მანამდე, მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ „ივ როშეს“ საქმეზე ნავალნის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო. პოლიტიკოსს კოლონიაში გატარება ორ-ნახევარი წელი მოუწევს.

„ივ როშეს“ საქმეზე სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით 2 თებერვალს შეუცვალა. 2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის სამ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი, პირობითი სასჯელი დაუწესეს. გამოძიების ვერსიით, ალექსეი და ოლეგ ნავალნების გადამზიდავი ფირმა კომპანია „ივ როშეს” რუსულ წარმომადგენლობას ხელოვნურად გაზრდილი ფასებით უწევდა მომსახურებას, რითაც კომპანიას ასობით ათასი დოლარის ზარალი მიადგა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძმები ნავალნებისთვის განაჩენი უსაფუძვლოდ ცნო და რუსეთის ხელისუფლებას ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.