სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი კარმე ფორკადელი და ოთხი კანონმდებელი დააკავა
სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი კარმე ფორკადელი და ოთხი კანონმდებელი დააკავა

სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი კარმე ფორკადელი და ოთხი კანონმდებელი აჯანყების ბრალდებით დააკავა. ბრალდება 27 ოქტომბრის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებაში მდგომარეობს.

ყოფილი სპიკერი პატიმრობაში 150 000 ევროს ოდენობის გირაოს შეტანამდე დარჩება. დანარჩენი ოთხი დაკავებული კი 25 000 ევროს საფუძველზე გათავისუფლდებიან.
კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს წინაშე 9 ნოემბერს წარსდგა.
სასამართლო კარმე ფორკადელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. ბრალდება კი ყოფილი სპიკერის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვასა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას მოიცავს.

პარალელური გამოძიების ფარგლებში უკვე პატიმრობაში იმყოფება კატალონიის მთავრობის რვა ყოფილი წევრი.
მანამდე, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნა უკანონოდ ცნო.
ქვეყანაში კრიზისი პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ წარმოიშვა, რომლის საშუალებითაც კატალონიელებმა ესპანეთიდან გამოყოფას დაუჭირეს მხარი.

მას შემდეგ, რაც კატალონიის კანონმდებლებმა 27 ოქტომბერს დამოუკიდებლობის გამოცხადება დაგეგმეს, ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაითხოვა კატალონიის პარლამენტი, თანამდებობიდან მოხსნა ავტონომიის ლიდერები და ვადამდელი არჩევნების თარიღი დანიშნა.

 

ავტორი: თეი კანაშვილი