სასამართლომ „გაბედეს“ ხუთ წევრს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სასამართლომ „გაბედეს“ ხუთ წევრს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლში, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს სამართალდამრღვევად სცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. რაც შეეხება 166-ე მუხლს, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ამ ნაწილში სასამართლომ წარმოება შეწყვიტა.

„გაბედეს“ ხუთი წევრი რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქციაზე დააკავეს. აქტივისტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისთვის ბოქლომის დადებას გეგმავდნენ, ასევე ცდილობდნენ, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეფერხებას, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.