სასამართლომ დონალდ ტრამპის განკარგულების მოქმედება აღადგინა
სასამართლომ დონალდ ტრამპის განკარგულების მოქმედება აღადგინა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის განკარგულების მოქმედება აღადგინა. საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დოკუმენტს, რომელიც რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლას უკრძალავს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარი ცხრიდან შვიდმა მოსამართლემ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ მოაწერა ხელი განკარგულებას, რომელიც ირანის, ერაყის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებს ეხება. მოგვიანებით, ამ სიას ერაყი გამოაკლდა. აღნიშნული რეგულაცია ძალაში სულ რამდენიმე დღე იყო. მისი მოქმედება რამდენიმე ფედერალურმა სასამართლომ შეაჩერა. მაშინ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოსცა განკარგულება. სიას დაემატა ჩადი და ვენესუელა, თუმცა გამოაკლდა სუდანი. ეს აკრძალვა ჰონალულუს სასამართლომ დაბლოკა.