სასამართლომ დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების გამო დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა

13:51, 23.12.2018

თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ზაზა ბერიკაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით,  პატიმრობა შეუფარდა.

„ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ზაზა ბერიკაშვილი პოლიციამ  თბილისში 353 -ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთის ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

შემდეგი სასამართლო სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.

მსგავსი