სასამართლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორისა და კიდევ ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორისა და კიდევ ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლოში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსურის დირექტორის, ირაკლი გვაზავას, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, ლევან გიგოლაშვილისა და ინდივიდუალური მეწარმის, გიორგი ყეინაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

საქმის პროკურორის, ლაშა ფანჩულიძის განცხადებით, 2020 წელს კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით აღნიშნულმა პირებმა დოკუმენტები გააყალბეს და თანხის ნაწილი მიითვისეს.

ბრალდების მხარე სამ ბრალდებულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

„საქმის ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, კერძოდ, მიღებისა და ჩაბარების ყალბი აქტები, ინსპექტირების დასკვნა. ამის საფუძველზე მათ აჩვენეს, თითქოს სამი მილიონი ლარის სამუშაოები შეასრულეს. სინამდვილეში, დოკუმენტები გააყალბეს და 580 000 ლარით მეტი დანახარჯი აჩვენეს. 580 ათასი ლარიდან 170 000 ლარს დაეუფლნენ“, – განაცხადა პროკურორმა.