სარინა ვიგმანმა, შესაძლოა, ნიდერლანდების მამაკაცთა ნაკრები გაწვრთნას #1TVSPORT
ინგლისის ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სარინა ვიგმანმა, შესაძლოა, ნიდერლანდების მამაკაცთა ნაკრები ჩაიბაროს.
გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი მზად არის, სარინა ვიგმანი შეიყვანოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატთა სიაში იმ შემთხვევისთვის, თუ ეროვნული გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი რონალდ კუმანი თანამდებობას დატოვებს. ამ შემთხვევაში, ვიგმანი გახდება პირველი ქალი, რომელიც მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
სარინა ვიგმანის ხელმძღვანელობით ინგლისის ნაკრებმა ქალებს შორის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ფინალში გააღწია და იქ ესპანეთთან 0:1 წააგო, 2022 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
უფრო ადრე ვიგმანმა ზუსტად ასეთივე შედეგებს მიაღწია ნიდერლანდების ქალთა ნაკრებთან ერთად.