სარდალაშვილი პორტუგალიის გრან პრის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
პორტუგალიაში ძიუდოს გრან პრი მიმდინარეობს, სადაც სამი ქართველი იღებდა მონაწილეობას. აქედან ორი – გიორგი თუთაშვილი (66 კგ) და იპოლიტე აქუბარდია (60 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
რაც შეეხება მესამე ქართველს, 19 წლის გიორგი სარდალაშვილს, მან ნიდერლანდელი მეტოქის შემდეგ პორტუგალიელი რიკარდო პირესი მარტივად დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე გაიმართება.