სარატოვის ოლქში „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრს დრონებმა შეუტიეს

14:26, 14.10.2026

სარატოვის ოლქში „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრს დრონებმა შეუტიეს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, 14 ოქტომბრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული იერიშის ერთ-ერთი სამიზნე „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრი იყო. მათივე ინფორმაციით, სარატოვის ოლქზე თავდასხმის შედეგად ქალაქ ბალაკოვოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი.

სარატოვის ოლქში „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ტელეგრამარხებშიც. ამავე ინფორმაციით, დარტყმა ასევე განხორციელდა მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზეც.

დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება მოსკოვის მერიც. სერგეი სობიანინის განცხადებით, 13 ოქტომბრის საღამოდან 14 ოქტომბრის დილამდე მოსკოვის მიმართულებით 493 დრონი გაუშვეს. მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების უმეტესობა მოსკოვისგან მოშორებით გაანეიტრალეს, ხოლო 180 უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქთან მიახლოებისას გაანადგურეს. თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი