სარაგბო ლეგიონი | ქართული ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

2022 წლის დებიუტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა.

19 წლის დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. „პოს“ წინააღმდეგ მან სრულად ითამაშა და თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა. მისმა „ლიონმა“ 35:10 მოიგო და ბონუსიც აიღო.

კასტრმა“ „სტად ფრანსეს“ 15:9 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. სტუმართა რიგებში 57-ე წუთზე გამოჩნდა ვასილ კაკოვინი, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო.

პერპინიანმა“ დრამატულ შეხვედრაში „ბიარიცს“ სტუმრად 25:23 სძლია. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, ძირითადში იყო გიორგი ნუცუბიძე და მის ნაცვლად 49-ე წუთზე მოედანზე ლუკა აზარიაშვილი შევიდა. სტუმართა მარქაფიდან თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი.

ლიდერ „ბორდოს“ უმასპინძლა და 19:22 დამარცხდა „ბრივი“, რომლის ძირითად შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე (58-ე წუთზე შეცვალეს) და ოთარ გიორგაძე (49-ე წუთზე შეცვალეს) იყვნენ. ვანო კარკაძემ 10 წუთი პირველი ტაიმის მიწურულს ითამაშა და სრულფასოვან შეცვლაზე 56-ე წუთზე, სოსო ბეკოშვილთან ერთად შევიდა. სტუმართა შორის 46-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

რასინგ 92-მა“ „კლერმონს“ 33:28 სძლია. მასპინძელთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა გურამ გოგიჩაშვილმა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

rugby.ge