სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ბექა შვანგირაძე სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელა #1TVSPORT
ფრანგულმა გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის შეჯამებისას, გასული სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად „ლიონის“ ქართველი ლეგიონერი, ბექა შვანგირაძე დაასახელა.
„საფრანგეთის მეორე დივიზიონის „ორიაკიდან“ „ლიონში“ გადასულ ბექა შვანგირაძეს, მისმა სათამაშო უნარებმა საშუალება მისცა, „ლიონის“ მესამე ხაზში როტაციის ნაწილი გამხდარიყო.
ნახევარ სეზონში ძლიერმა ქართველმა 106 ბოჭვა შეასრულა, რაც ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
შვანგირაძის თამაში უყურადღებოდ არც საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას დაუტივებია და „ბორჯღალოსნებში“ სამი მატჩი ჩაატარა. ნახევარ სეზონში შვანგირაძე ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად ჩამოყალიბდა“, – ასე ახასიათებს „მიდი ოლიმპიკი“ ქართველ მორაგბეს.
2024-2025 წლების სეზონში ბექა შვანგირაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და 2 ლელო მიითვალა.