სარდალაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ფინალშია - ლიპარტელიანი და ნოზაძე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბიში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე გამომსვლელი ხუთი ქართველი ძიუდოისტიდან სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გრანდ სლემის ფინალში იასპარეზებს. ნახევარფინალში ქართველმა აზერბაიჯანელი აღაევი დაამარცხა და ფინალში ტაივანის წარმომადგენელ იანგს შეხვდება.

სარდალაშვილი 1/4-ფინალი

 

ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და თემურ ნოზაძე (60 კგ). ორივე მათგანი ნახევარფინალში დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ჩვენი ნაკრებისთვის შეჯიბრზე პირველი მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

ნოზაძე – 1/4-ფინალი

 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.