საქსტატი - საქართველოში ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5.6 პროცენტი იყო
საქსტატი - საქართველოში ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5.6 პროცენტი იყო

საქართველოში ეკონომიკური ზრდა სექტემბერში 5.6 პროცენტი იყო, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკის რეალური ზრდა საქართველოში 4 პროცენტი, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 4.9 პროცენტი იყო.

თოდრაძის განცხადებით, ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში, საფინანსო საქმიანობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებში, რესტორნებისა და სასტუმროების მიმართულებით.

ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი –  19.1 პროცენტით.

თოდრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა ფეროსილიკონმანგანუმის ექსპორტში, რომლის გატანა მთავარ საექსპორტო ბაზარზე – ამერიკაში გაორმაგებულია.

საქსტატში აცხადებენ, რომ მშენებლობის დარგში კლება ფიქსირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნებოდა.