საქსტატი - საპენსიო და სოციალურ პაკეტებს ქვეყანაში 900 ათასამდე ადამიანი იღებს
საქსტატი - საპენსიო და სოციალურ პაკეტებს ქვეყანაში 900 ათასამდე ადამიანი იღებს

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტების მიმღებთა რაოდენობა 898 113-ს შეადგენს. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

აღნიშნული პაკეტების მიმღებთა შორის 732 067 ასაკით პენსიონერია, სოციალურ პაკეტს კი 166 046 მოქალაქე იღებს. მათგან 125 064 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, 23 642 მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი, 343 პოლიტრეპრესირებული, 9 885 სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებები.