საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 12.8 პროცენტი შეადგინა.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასებმა 18.4 პროცენტით მოიმატა. საქსტატის ცნობით, ოქტომბერში, წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 43.0 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული და გაძვირდა. 31.6 პროცენტით გაიზარდა ფასები ზეთსა და ცხიმზე. 19.4 პროცენტით არის ფასები მომატებული პურსა და პურპროდუქტებზე. ხოლო 18.2 პროცენტით გაძვირდა რძე, ყველი და კვერცხი. ხოლო შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე ფასებმა 18.0 პროცენტით მოიმატა. 16.0 პროცენტით გაძვირდა თევზეული. ფასების 13.0-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე. ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.2 პროცენტით გაძვირდა, ხილი და ყურძენი – 9.3 პროცენტით, ხოლო ყავა, ჩაი და კაკაო 6.4 პროცენტითაა გაძვირებული.