საქსტატი - ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 5.7 პროცენტი იყო
საქსტატი - ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 5.7 პროცენტი იყო

საქსტატის წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 5.7 პროცენტი იყო, რაც ბოლო წლებში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი, 4,9 პროცენტს შეადგენს.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოქტომბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში.

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი 10 თვეში 29,4 პროცენტით, იმპორტი 7,8 პროცენტით, საგარეო ვაჭრობის მოცულობა კი 12,7 პროცენტით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დაგეგმილი ზრდა ოთხ პროცენტს შეადგენდა.