საქსტატი - ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 6,4 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - ნოემბრის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 6,4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება; მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კლება დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგებში.