საქსტატი – ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
საქსტატის ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.