საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი
საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.5 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 418.9 მლნ აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს. მეორე ადგილზეა აზრბაიჯანი – 364.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზეა რუსეთი – 351.2 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 1 131.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 709.9 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 572.9 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 287.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 061.1 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 991.8 მლნ. აშშ დოლარით.