საქსტატი - იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტი 24.3 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტი 24.3 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 584.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.0 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.3 პროცენტით შემცირდა და 2 569.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 495.2 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 328.7 მლნ. აშშ დოლარითა და ბულგარეთი – 247.6 მლნ. აშშ დოლარით.