საქსტატი - ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 10 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი სამი პროცენტით შემცირდა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 367.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე ეს 0.5 პროცენტით მეტია.
ამასთან, ექსპორტი 10 თვეში 3 035.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.6 მლნ. აშშ დოლარი (3.1 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 295.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა.