საქსტატი - ადგილობრივ საექსპორტო სამეულში ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები წელს პირველად მოხვდა
საქსტატი - ადგილობრივ საექსპორტო სამეულში ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები წელს პირველად მოხვდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 262.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 67.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის იანვართან შედარებით 12.4 პროცენტით გაიზარდა და 177.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 85.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან“ ჩინეთი – 43.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 30.5 მლნ. აშშ დოლარით და ბულგარეთი 23.8 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 49.4 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.9 პროცენტს შეადგენს. წელს პირველად მოხვდა ადგილობრივ საექსპორტო სამეულში ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები, რომელიც მეორე ადგილზეა – 16.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები – 15.4 მლნ. აშშ დოლარით.