საქსტატი - 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში - 83.6 პროცენტი, იმპორტში კი 68.8 პროცენტი შეადგინა
საქსტატი - 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში - 83.6 პროცენტი, იმპორტში კი 68.8 პროცენტი შეადგინა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 83.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს 87.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა სომხეთი – 69.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 51.9 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2023 წლის იანვარში 10 უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან რუსეთი – 175.8 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 164.7 მლნ. აშშ დოლარით და აზერბაიჯანი – 68.5 მლნ. აშშ დოლარით.