საქსტატი - 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი
საქსტატი - 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2022 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.0 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 95.4 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა რუსეთი – 92.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 92.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 295.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 181.8 მლნ. აშშ დოლარითა და აზერბაიჯანი – 156.5 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 156.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 100.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 72.6 მლნ. აშშ დოლარით.