საქსტატი - 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი
საქსტატი - 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 290.4 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილაზეა აზერბაიჯანი – 168.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 156.4 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 637.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 403.3 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 324.3 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 363.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 132.0 მლნ. აშშ დოლარით.

დატოვე კომენტარი