საქსტატი - 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი
საქსტატი - 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს – 289.9 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 263.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 244.4 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 779.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 466.1 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი 362.8 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის გამოთვლით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 944.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 729.8 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 652.6 მლნ. აშშ დოლარით.

დატოვე კომენტარი