საქსტატი - 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი
საქსტატი - 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 370.5 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 322.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 295.3 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 917.4 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 545.3 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 459.4 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 465.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 248.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მლნ. აშშ დოლარით.