საქსტატი – 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა

11:36, 30.01.2018

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა. დეკემბერში და მეოთხე კვარტალში ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის დეკემბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, ხოლო კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მშენებლობის სფეროებში.


2017 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 პროცენტს შეადგენდა.

მსგავსი