გია ვოლსკი - 2008 წლის აგვისტო სამწუხარო შედეგებით დამთავრდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ბევრი რამ და დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვეს
გია ვოლსკი - 2008 წლის აგვისტო სამწუხარო შედეგებით დამთავრდა, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ბევრი რამ და დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვეს

საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო სამწუხარო შედეგებით დამთავრდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ბევრი რამ და დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანა წარსულში დაშვებულ შეცდომებს იმკის.

„ზოგადად, მსოფლიოში ყოველ დღე მძიმდება სიტუაცია და მნიშვნელოვანწილად, ეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ხდება. საქართველო დღეს ამ გლობალურ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია. საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო სამწუხარო შედეგებით დამთავრდა. აქვე უნდა მოვიგონოთ, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იყო იმ პროექტის შემუშავებაში, დაფინანსებაში და პოლიტიკურ მხარდჭაერაში, რომელსაც კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებამდე უნდა მივეყვანეთ. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ბევრი რამ და დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვეს.

დღეს ამ შეცდომებს ვიმკით, მაგრამ წარსული უნდა შევაფასოთ და წინ გავიხედოთ. მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირებაში საქართველოს პოზიცია უნდა გაძლიერდეს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, აფხაზეთის მცხოვრებლები, ჩვენთან ერთად, სასურველ შედეგს მიიღებენ მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი