საქართველოსთან პიანიჩის გარეშე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოსთან პიანიჩის გარეშე - ბოსნია და ჰერცეგოვინამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 25 მარტს, „ჯვაროსნები“ ზენიცასსტადიო ბინილო პოლეზე“ ამხანაგურ მატჩს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გამართავს, ხოლო 29 მარტს ასევე სტუმრად ტირანას „აირ ალბანიაზე“ ალბანეთს შეხვდება.

ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრების ბულგარელმა მთავარმა მწვრთნელმა, ივაილო პეტევმა პრესკონფერენციაზე მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა და ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ჯერ საქართველოს, შემდეგ კი ლუქსემბურგს ეთამაშება. ცნობილი გახდა, რომ გუნდს ვერ დაეხმარება მირალემ პიანიჩი, რომელიც „ბარსელონამ“ „ბეშიქთაშში“ იჯარით გაუშვა. 31 წლის გამოცდილ ნახევარმცველს უთამაშია „ლიონში“, „რომაში“, „იუვენტუსში“, „ბარსელონაში“ კი 2020 წელს ჩაირიცხა, მაგრამ ერთ წელიწადში თურქულ კლუბში იჯარით გაუშვეს. პიანიჩი ბოსნიას სახელით 2008 წლიდან თამაშობს და 103 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

„გვინდა, რომ შარშანდელზე უფრო წარმატებული წელი გვქონდეს. სიაში მხოლოდ 90 პროცენტია იმ ფეხბურთელების, რომელთა გამოძახებაც გვსურდა. სამწუხაროდ, მირალემ პიანიჩს ტრავმის გამო ბოლო 20 დღის განმავლობაში არ უვარჯიშია და ამ ეტაპზე მისთვის კლუბში დარჩენა აჯობებდა“, – განაცხადა პეტევმა.

მეკარეები

იბრაჰიმ შეჰიჩი (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკოლაე ვასილი (სანკტ პაული, გერმანია), ვლადან კოვაჩევიჩი (რაკოვი, პოლონეთი), კენან პირიჩი (გიოზთეფე, თურქეთი)

მცველები

სინიშა სანიჩანინი (პარტიზანი, სერბეთი), ანელ აჰმედჰოჯიჩი (ბორდო, საფრანგეთი), დენის ჰაჯიკადუნიჩი (მალმიო, შვედეთი), ადნან კოვაჩევიჩი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ჰრვოიე მილიჩევიჩი (აეკი, კვიპროსი), სეად კოლაშინაცი (მარსელი, საფრანგეთი), ელდარ ჩივიჩი (ფერენცვაროში, უნგრეთი), იუსუფ გაზიბეგოვიჩი (შტურმი, ავსტრია), ამარ დედიჩი (ვოლფსბერგერი, ავსტრია)

ნახევარმცველები

ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი, ამარ რაჰმანოვიჩი (ორივე – ქონიასპორი, თურქეთი), სანინ პრჩიჩი (სტრასბური, საფრანგეთი), რადე კრუნიჩი (მილანი, იტალია), ამერ გოიაკი (დინამო, ხორვატია), გოიკო ციმიროტი (სტანდარდი, ბელგია), ადი ნალიჩი (მალმიო, შვედეთი), ვლადან დანილოვიჩი (ნასიონალი, პორტუგალია), მიროსლავ სტევანოვიჩი (სერვეტი, შვეიცარია)

თავდამსხმელები

ედინ ჯეკო (ინტერი, იტალია), ერმედინ დემიროვიჩი (ფრაიბურგი, გერმანია), სმაილ პრევლიაკი (ეუპენი, ბელგია), ლუკა მენალო (დინამო, ხორვატია)