საქართველოსთან მატჩამდე ჩრდილოეთ მაკედონიას კიდევ ერთი მოთამაშე დააკლდა
საქართველოსთან მატჩამდე ჩრდილოეთ მაკედონიას კიდევ ერთი მოთამაშე დააკლდა

ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრამდე, მორიგი საკადრო პრობლემა შეექმნა -„ტორდორ პროესკი არენაზე“ მატჩისწინა ვარჯიშზე ცენტრალური ნახევარმცველი, სტეფან სპიროვსკიც დაშავდა. ამის შესახებ ერთა ლიგის ახალი გათამაშების C2 ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ განაცხადა.

სპიროვსკიმ ვარჯიშზე დატვირთვას ვერ გაუძლო. ამიტომ საქართველოსთან შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება“, – აღნიშნა ანგელოვსკიმ.

30 წლის ცენტრალური ნახევარმცველი სტეფან სპიროვსკი კვიპროსული აეკ-ის მოთამაშეა. ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის აგვისტოდან თამაშობს და მისი ფორმით 31 მატჩი ჩაატარა (გაიტანა 1 გოლი).