საქართველოში უნგრეთის ელჩი - იმედი მაქვს, წელს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველოში უნგრეთის ელჩი - იმედი მაქვს, წელს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს დაკავშირებაზე ევროპასთან და პირიქით, ევროპის კავშირზე საქართველოსთან, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ ქუთაისში განაცხადა, სადაც „ვიზეარის“ მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების ცერემონია გაიმართა.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ეს პატარა ნაბიჯია, მაგრამ არის ამავდროულად ნახტომიც კანდიდატის სტატუსისკენ, რომელსაც, იმედი მაქვს, წელს მიიღებთ. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი ეხება ხალხს. ახლა ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ საქართველოდან მეტი ადამიანი იმოგზაურებს ევროპაში და უფრო მეტი ევროპელი ჩამოვა ულამაზესი საქართველოს სანახავად. იმედი მაქვს, აქ ვიქნებით „ვიზეარის“ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ბაზების გახსნაზეც, რადგან ეს მართლაც წარუდგენს მსოფლიოს საქართველოს და ეს ყველას ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ელჩმა.