საქართველოში უკრაინის საელჩო - ვუსამძიმრებთ მოძმე ქართველ ხალხს შოვში მეწყრის შედეგად ადამიანთა ტრაგიკულად დაღუპვის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს
საქართველოში უკრაინის საელჩო - ვუსამძიმრებთ მოძმე ქართველ ხალხს შოვში მეწყრის შედეგად ადამიანთა ტრაგიკულად დაღუპვის გამო, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს

საქართველოში უკრაინის საელჩო​ შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

„საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს მოძმე ქართველ ხალხს მაღალმთიან რეგიონ რაჭაში, საკურორტო სოფელ შოვში მეწყრის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. ქედს ვიხრით ღრმა მწუხარებით“, – ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.