თურქეთის ელჩი - პრემიერ ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ მაღალი დონის სტრატეგიული შეხვედრის გამართვაზე, ამის შემდეგ გვეცოდინება ერდოღანის საქართველოში ვიზიტის თარიღი
თურქეთის ელჩი - პრემიერ ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ მაღალი დონის სტრატეგიული შეხვედრის გამართვაზე, ამის შემდეგ გვეცოდინება ერდოღანის საქართველოში ვიზიტის თარიღი

საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ვიზიტის თარიღი მაღალი დონის სტრატეგიული შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

„თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი იყო პანდემიამდე. ახლა, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის წარმატებული ვიზიტის შემდეგ, ისინი შეთანხმდნენ მაღალი დონის სტრატეგიული შეხვედრის გამართვაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვა მინისტრებიც, განხილული იქნება საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. ამის შემდეგ გვეცოდინება ერდოღანის ვიზიტის თარიღი“, – განუცხადა ელჩმა საქართელოს პირველ არხს.