საქართველოში შესაძლოა, პირველი ჩინურ-ქართული ერთობლივი ფილმი გადაიღონ
საქართველოში შესაძლოა, პირველი ჩინურ-ქართული ერთობლივი ფილმი გადაიღონ

პირველი ჩინური სერიალის გადაღებების დაწყების შემდეგ შესაძლოა, საქართვეელოში პირველი ჩინურ-ქართული ერთობლივი ფილმი გადაიღონ. ინფორმაციას  ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ჩინეთში, 16-25 ივნისს შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობდა, სადაც ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე” იყო წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალზე პლატფორმის Belt and Road ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ჩინეთთან ერთობლივი წარმოების და ქართული ფილმების ჩინურ ბაზარზე დისტრუბუციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

Belt and Road-ი 26 ქვეყანას აერთიანებს, წელს კი პლატფორმას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეუერთდა.

ფესტივალის მსვლელობისას უკვე დაიწყო მოლაპარაკებები პირველი ჩინურ-ქართული კოპროდუქციის შესახებ. ფილმი რეალურ ისტორიაზე იქნება აგებული და იგი საქართველოში ჩაის კულტურის შემოსვლის შესახებ მოგვითხრობს.