საქართველოში საფრანგეთის ელჩი – მაღალი დემოკრატიული სტანდარტები საპარლამენტო დემოკრატიას აქტიურს ხდის, მჯერა, ეს გზა საქართველოს განვითარების გასაღებია

23:12, 10.11.2020

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი მიესალმება და მხარს უჭერს პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დიალოგისკენ მოწოდებებს.

ამის შესახებ ფრანგმა დიპლომატმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„მივესალმები და მხარს ვუჭერ სხვადასხვა პარტიის პოლიტიკური ლიდერებისა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან დიალოგისკენ მოწოდებებს. მაღალი დემოკრატიული სტანდარტები საპარლამენტო დემოკრატიას აქტიურს ხდის და მჯერა, რომ ეს გზა არის საქართველოს განვითარების გასაღები“, – წერს დიეგო კოლასი.

მსგავსი