საქართველოში „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია“ დაარსდა.
ასოციაციაში ის ექიმები გაერთიანდნენ, რომლებიც საქართველოსა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოღვაწეობენ.
როგორც ექიმები ამბობენ, მათთვის პირველი და მთავარი გამოწვევა ამ ეტაპზე პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლაა.
„გადავწყვიტეთ, ძალები გავაერთიანოთ თითოეულმა ჩვენგანმა, თუნდაც საზვარგარეთ, წამყვან კლინიკებში მომუშავე ჩვენმა თანამემამულეებმა და ასევე, ადგილზე ჩვენმა კოლეგებმა, რომელთა წვლილი პანდემიის დაძლევაში მართლაც შეუფასებელია. ასოციაცია იმუშავებს იმ მთავარ გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებზე, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას შეეხება, არამედ ბევრად გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. თუ სახელმწიფო ინსტიტუტები წამოვლენ თანამშრომლობაზე და მოხდება ჩვენ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების, პრაქტიკული გზამკვლევების ლეგიტიმაცია, უფრო მოქნილი გახდება სისტემა. ამ ერთობით და თანამშრომლობით ყველაფერს მივაღწევთ“, – განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა, სოფიო ბერიძემ.